პროექტის სახელი:
ვახტანგ მეფე,თამარი,დავითი ქართულ ლიტერატურაში
პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:
მოსწავლეები მოიძიებენ დამატებით ინფორმაციას ქართველი მეფეების შესახებ.
პროექტის სრული აღწერა:
განაყოფში არის 17 მოსწავლე.გავყოფ მათ სამ ჯგუფად და მივცემ დავალებებს.პირველ ჯგუფს მივცემ ვახტანგ მეფე,მეორე ჯგუფს- თამარს,მესამე ჯგუფს-დავით აღმაშენებელს.მათ ევალებათ სხვა ჯგუფის მასალის მოძებნა ურთიერთ დახმარების მიზნით.სამივე ჯგუფს ჰყავს თავისი ხელმძღვანელი,რომელიც ანაწილებს მოძებნილ მასალას ჯგუფის წევრებზე.შემდეგ იწყებენ ამ მასალის შესწავლას.მასალა არის ისტორიულიც და ლიტერატურული.
მონაწილეთა ასაკი: 10 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა::1 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: სასწავლო ლიტერატურა, ენციკლოპედია,ისტი.
მოსალოდნელი შედეგები\პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
მოძიებული მასალებით,სურათებით შექმნიან გაზეთს,განვათავსებთ ბლოგზე.
სარგებელი სხვებისთვის.
მოძიებულ მასალას განვათავსებთ ბლოგზე.
სამუშაო ენა. ქართული.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არ გვყავს.
საგნებთან\საგნობრივ ჯგუფებთან\ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:კავშირი ისტორიასთან.
მოსწავლე თემის შესაბამისად მოიძიებს და ზეპირი გამოსვლისას წარმოადგენს სხვადასხვა სახის(ინფორმაციულ, ვიზუალური და ა.შ.) მასალას.
ისმენს და ადეკვატურად იგებს თანატოლების ზეპირ გამოსვლას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.
ჯგუფთან ერთად განსაზღვრავს წესებს ზეპირი გამოსვლისათვის. რეგლამენტი, რიგითობის დაცვა, ეტიკეტის კორექტულობის დაცვა.
მართებულად შეარჩევს ბრუნვათა ფორმებს,ამოიცნობს და შესაბამის კონტექსტებში მართებულად იყენებს ზმნის დროს.
კონკრეტული ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებს საბავშვო ენციკლოპედიის სტატიებს.წაკითხული ტექსტის უკეთ გასააზრებლად შეადგენს მოკლე ჩანაწერებს.
სხვადასხვა საშუალებით (ენციკლოპედიები, ლექსიკონები, ინტერნეტი...)აზუსტებს მისთვის გაუგებარ ან ბუნდოვან ადგილებს წაკითხულიდან.
სარგებლობს ბიბლიოთეკით და დამოუკიდებლად, საკუთარი ინტერესების შესაბამისად ირჩევს საკითხავ ლიტერატურას.
წერს ჩანახატებს და ფელეტონებს საკლასო გაზეთისა და ჟურნალისათვის. წერისას აქცენტს აკეთებს მთავარ და არსებით მომენტებზე. თანმიმდევრობით გადმოსცემს ფაქტებს და მოვლენებს.
ტექსტის სათაურს შეუსაბამებს შინაარს შინაარსის გადმოცემისას ამა თუ იმ ეპიზოდს უკეთებს მცირე კომენტარებს.
პროექტის ფასილიტატორი:ლია გუმბერიძე
ფასილიტატორის ელ-ფოსტა:liagumberidze@gmal.com
პროექტის ფორუმი:არა მაქვს.
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:htt:liaagumberidze.blogspot.com