ქართული
ენისა და ლიტერატური წრის გეგმა
სკოლა:
კლასი
მე-9
წრის
ხელმძღვანელი ლია გუმბერიძე
მიზანი:
ქართული ენისა და
ლიტერატურის წრე ჩემი აზრით ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენას.
წრის მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთჯერ.
მეცადინეობის ხანგრძლივობა 45 წთ.
ქართული ენისა და
ლიტერატურის წრის გეგმა
რისხვი
|
თემა
|
აქტივობა
|
რესურსი
|
შენიშვნა
|
|
1
|
4.10.19
|
სამუშაო შეხვედრა, სამუშაო გეგმის გაცნობა
|
სამუშაო გეგმის გაცნობა
|
თაბახის ფურცელი, კალამი, დაფა, ცარცი
|
|
2
|
11.10.19
|
ქართველური ენების გაცნობა
|
მოსწავლეები მოიძიებენ მასწავლებლის მიერ
მითითებულ ინფორმაციას.
|
თაბახის ფურცელი, კალამი, დაფა ცარცი
|
|
3
|
18.10.19
|
ქართული ენა და დიალექტები
|
შევადგინოთ სქემა ლიტერატურული ენა და
დიალექტები, გამოვიკვლიოთ დიალექტების თავისებურებანი.
|
თაბახის ფურცელი, კალამი, დაფა, ცარცი
|
|
4
|
25.10. 19
|
მეტყველების ნაწილების გაცნობა
|
მეტყველების ნაწილების დაჯგუფება და
განმარტება სრულმნიშვნელოვანი და დახმარე
|
თაბახის ფურცელი, კალამი, დაფა, ცარცი, ფერადი
ფანქრები
|
|
5
|
1.11.19
|
სინტქსი, სინტაქსური წყვილი წინადადების წევრები
და ვარჯისი მათ ამოოცნობაზე
|
ჯგუფური მუშაობა
|
თაბახის ფურცელი, კალამი, დაფა, ცარცი
|
|
6
|
8.11.19
|
წინადადებსი წევრის გადმოცემა მთავარი და
დაქვემდებარებული სინტაქსურ წყვილში და ამის მიხევით წინადაებების გარჩევა
|
ტექსტიდან ამოიწერეთ წინადადებები და გაარჩიეთ
მთავარი და არამთავარი წევრები
|
კალამი, თაბახის ფურცელი, დაფა ცარცი
|
|
7
|
15.11.19
|
სინტაქსური
ურთიერთობის სახეები: მართვა მირთვა შეთანხმება
|
ჯგუფური მუშაობა, წინადადებებში სინტაქსური
ურთიერთობის გამოვლენა
|
კალამი, თაბახის ფურცელი, დაფა, ცარცი
|
|
8
|
22.11.19
|
წინადადების მთავარი და არამთავარი წევრები,
მარტივი და შედგენილი შემასმენელი .
|
მოცემული ტექსტიდან ამოიწერეთ წინადადებები და
გაარჩიეთ სინტაქსურად
|
კალამი, თაბახის ფურცელი,ფერადი ფანქრები,
ფორმატი
|
|
9
|
26.11.19
|
წინადადების მთავარი წევრები
|
ქვმდებარე, შემასმენელი დამატება , ჯგუფური
სამუშაო: როგორ ვარჩევთ პირდაპირ და ირიბ დამატებას.
|
კალამი, თაბახის ფურცელი,
|
|
10
|
29.11.19
|
შემაჯამებელი სამუშაო
|
ჯგუფური მუშაობა. ნასწავლი მასალის განმეორება და
ტესტირება
|
კალამი, თაბახის ფურცელი, დაფა, ცარცი
|
|
11
|
06.12.19
|
ქვემდებარისა და შემასმენლის ურთიერთობა რიცხვის
მიხედვით.
|
რომელ რიცხვში უნდა იდგეს შემასმენელი, როცა
ქვემდებარეს მსაზღვრელად ერთზე მეტი რაოდენობის გამომხატველი სახელი ახლავს.
|
კალამი, თაბახის ფურცელი, დაფა, ცარცი
|
|
12
|
13.12.19
|
შემასმენლის რიცხვი „ებ“-იან და „ნარ“-თანიან მრავლობითში დასმულ
ქვემდებარესთან.
|
რომელ რიცხვში უნდა შეეწყოს შემასმენელი, როცა
ქვემდებარე უსულო საგანია და მრავლობით რიცხვშია .
|
კალამი, თაბახის ფურცელი, დაფა, ცარცი
|
|
13
|
20.12.19
|
შემასმენლის რიცხვი კრებითი სახელით გადმოცემულ
ქვემდებარესთან. და-ძმა ტიპის რთული სახელით გადმოცემულ ქვემდებარესთან.
|
მოცემული ტექსტიდან ამოიწერეთ მაგალითები , როგორ
ც კრებითი, ასევე და-ძმა ტიპის სახელებთან შეწყობილ შემასმენელთან.
|
კალამი, თაბახის ფურცელი, დაფა, ცარცი
|
|
14
|
27.12.19
|
შემასმენლის შეთანხმება რიცხვში პირდაპირ და ირიბ
დამატებასთან.
|
ჯგუფური მუშაობა: მოცემულ წინადადებებიდან
ამოწერეთ ცალ-ცალკე პირდაპირი და ირიბი დამატების შეთანხმების მაგალითები.
|
კალამი, თაბახის ფურცელი, დაფა, ცარცი
|
საწრეო მუშაობის რეფლექსია
2019–2020 სასწავლო წლის I სემესტრში შეიქმნა ქართული ენის წრე, მასში გაერთიანებულია IX კლასის მოსწავლეები. წრე ტარდება კვირაში ერთხელ, პარასკევს, მე–7 გაკვეთილზე. წრეზე განსახილველი თემები წინასწარ არის გაწერილი, რომელიც ემსახურება მოსწავლის, როგორც სააზრვნო, ასევე წერისა და კითხვის უნარების განვითარებას.
საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით ქართულ ენაში, საწრეო მუშაობა საჭიროა იმისთვის, რათა მოსწავლეებს მეტი ცოდნა დაუგროვდეთ გრამატიკაში, რაც მომავალში სწორად წერისა და მეტყველების საწინდარი გახდება. გარკვეული წლებია, ქართული ენა ლიტერატურასთან კომბინირებულად ისწავლება, მოსწავლეებს ცალკე არა აქვთ გრამატიკის სახელმძღვანელო, ამიტომ, ბუნებრივია, თუ უფრო გაღრმავებულად ვასწავლით მშობლიური ენის გრამატიკას, აუცილებლად წაადგებათ, საწრეო მუშაობის აუცილებელი პირობაც ხომ ქართული ენის პროგრამის გაღრმავებულად სწავლებაა, მაგალითად: მეტყველების ნაწილები და მათი მართლწერის საკითხები, ზედსართავი სახელის ხარისხის ფორმები, რიცხვითი სახელების მართლწერის საკითხები, სასვენი ნიშნების გამოყენება შორისდებულებთან და ა.შ.
საქმიანობის მოსწავლეთა ინტერესებზე მორგება პრიორიტეტულ საჭიროებად მივიჩნიე. ამ მიმართულებით ჩავატარე ანკეტური გამოკითხვა, მივაწოდე კომენტარი რას შეისწავლიდნენ, როგორი აქტოვობებით და რა შედეგს მიაღწევდნენ.
თავდაპირველად ჩემი მიზანი იყო, რომ მოსწავლეთათვის ჩამენერგა საკუთარი ძალების წრმენა და გამომემუშავებინა მათთვის დადებითი დამოკიდებულება ქართული ენის წესებისა და, საერთოდ, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დაცვის მიმართ. ამ მიზნით სამუშაოს დაწყებამდე ვაფრთხილებდი მოსალოდნელი შეცდომების შესახებ და გზადაგზა ვამეორებინებდი ამა თუ იმ წესს, ხშირად ვეუბნებოდი, რომ შეცდომის არ უნდა გვეშინოდეს, რადგან ის სწავლის განუყოფელი ნაწილია, მთავარია შეგვეძლოს მათი გამოვლენა და შემდეგ გაანალიზება.
საწრეო მუშაობის პერიოდში მოტივაციის ასამაღლებლად:
• გზადაგზა ვახალისებდი მოსწავლის წარმატებას, მაგრამ დეტალურად ვუხსნიდი თითოეული შეცდომის მიზეზს.
• მოსწავლე თავად პოულობდა შეცდომას და ასწორებდა მას.
• მოსწავლეები აკვირდებოდნენ თავიათ ნამუშევრებს, მათში არსებულ შეცდომებს და მსჯელობის გზით მიდიოდნენ სწორ პასუხამდე.
მოსწავლეები ყოველთვის ხალისით რჩებოდნენ წრის მეცადინეობაზე, ასრულებდნენ სავარჯიშოებს, გაუღვივდათ ინტერესი და პატივისცემა საგნისადმი, გაიზარდა მოსწავლეთა ცოდნის დონე, იყო ხარვეზებიც. საწრეო მუშაობამ მიზანს მიაღწია და ხელი შეუწყო საგნის პოპულარიზაციას სკოლაში, უფრო მეტმა მოსწავლემ გამოთქვა წრეში ჩართვის სურვილი.
ქართული ენის წრის მუშაობა დადებითად აისახა საგნის სწავლების შედეგებზე.
წრის მუშაობა გაგრძელდება სემესტრის ბოლომდე, თუ მოსწავლეების სურვილი
იქნება, სასწავლო წლის ბოლომდე ვიმუშავებ მათთან.
მ ი ზ ა ნ ი
|
წრის მუშაობის მიზანია ქართული ენის საგნისადმი ინტერესის გაღვივება. მოსწავლეებში ცოდნის გაფართოება და განმტკიცება.წრეზე მუშაობით საფუძველს შევუქმნი მოსწავლეებში ქართული ენის შემდგომ შესწავლას და შესაბამისი
უნარების განვითარებას. შევეცდები მოსწავლეებმა დაინახონ ქართული ენის გამოყენებითი მხარე, შეძლონ მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები გამოიყენონ წერასა და მეტყველებაში.ხელს შევუწყობ მოსწავლეთა აქტიურობას და კონკურსებში
მონაწილე ობისკენ სწრაფვას.
|
მოსალოდნელი შედეგები:
შეძლებენ ტესტური და პრაქტიკული
სავარჯიშოების შესრულებას.რომელიც ემსახურება მოსწავლის სააზროვნო, ასევე წერისა და კითხვის უნარის განვითარებას. განუვითარდებათ გრამატიკულად სწორად მეტყველების უნარ-ჩვევები. დაინტერესებულნი იქნებიან დაიცვან ენის სიწმინდე
~ . |
No comments:
Post a Comment